9 აგვისტოს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე შეხვდა თბილისში სტუმრად მყოფ კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორს, მაგდალენა შტიულბს. სამუშაო ვითარებაში განხილული იყო ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები.